|
მუხლი 1. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 08.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 470070000.05.001.016760) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საბჭოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“. მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესის შესაბამისად გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ინარჩუნებს იურიდიულ ძალას საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების ამოქმედებამდე. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. |
ქუთაისი, 20 სექტემბერი 2013 წ. N1240-Iს |