საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1257-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2013-09-20
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-01
სარეგისტრაციო კოდი
050040000.05.001.017098
საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საპატენტო კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5(12), 1999 წელი, მუხ. 21) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქპატენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 სექტემბერი 2013 წ.

N1257-Iს

კრებსითი — სრული ვერსია