,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, სოციალურ და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
37
მიმღები ორგანო
ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-09-27
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-02
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.162.016197
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, სოციალურ და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №37

2013 წლის 27 სექტემბერი

ქ. ახმეტა

 

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, სოციალურ და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:  

მუხლი 1
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, სოციალურ და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის №50 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 07/12/2011, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.162.016074) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 
1. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3.   ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 4. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) კულტურის, განათლების, სპორტის, სოციალური დაცვის, ახალგაზრდულ საკითხებში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;

ბ) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლების, სპორტისა და სოციალური დაცვის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

გ ) მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების, მუზეუმების, სპორტული დაწესებულებების, ბიბლიოთეკებისა და კულტურის სფეროს სხვა დაწესებულებების მეთოდურ დახმარება ს;

დ ) ექსკურსიების, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, საქველმოქმედო და სოციალური ღონისძიებების ორგანიზებ ას;

ე ) ბავშვებისა და ახალგაზრდების დასვენებას პატრიოტულ და გამაჯანსაღებელ ბანაკებში;

ვ ) საერთო ზედამხედველობას მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მოვლა-პატრონობაზე ;

ზ) ,, კულტურული მემკვიდრეობის დამ ცა ვი ზონების შემუშავების წესების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №181 დადგენილების შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების განსაზღვრის საკითხზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილი პროექტის შესწავლას და მისი შეთანხმების თაობაზე დასკვნის მომზადებას;

თ )საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და დავალებების შესრუ ლებას.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

საკრებულოს თავმჯდომარედავით იმერლიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია