|
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 31 ივლისის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 31 ივლისის №42 დადგენილებაში (ვებგვერდი, 07/08/2013) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ, გასწორდეს ტექნიკური ხარვეზი და დადგენილების საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ვერსიაში, დადგენილების მიღების თარიღი „30 ივლისი“, შეიცვალოს „31 ივლისით“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|