„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3070
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-08-26
გამოქვეყნების თარიღი
2003-09-18
სარეგისტრაციო კოდი
280.090.070.05.001.001.396
„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ.123) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10

პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების მოწმობა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული წესით მიეცემა უშუალოდ რეპრესირებულ პირს, ხოლო მისი გარდაცვალების შემთხვევაში – მის კანონით მემკვიდრეს, გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაშიც კი.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 26 აგვისტო.

№3070-რს

 

კრებსითი — სრული ვერსია