საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5611
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2007-12-14
გამოქვეყნების თარიღი
2007-12-26
სარეგისტრაციო კოდი
020.080.000.05.001.003.087
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12-ის დანართი, მუხ. 421) 1211 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1211. სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობით უკანონოდ სარგებლობა

სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ ადრე დაკარგული ან დაზიანებული და მის სანაცვლოდ გაცემული მართვის მოწმობებით ერთდროულად სარგებლობა, ან/და პირის მიერ მართვის მოწმობის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების თაობაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება სანაცვლო მართვის მოწმობის მიღების მიზნით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

1. ჯარიმის ნებაყოფლობით აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლით.

2. ჯარიმის იძულებით აღსრულება ან ჯარიმის შეცვლა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2007 წლის 14 დეკემბერი.

№5611–რს

კრებსითი — სრული ვერსია