საქართველოს მთავრობის
განკარ გ ულება № 1368
2013 წლის 18 სექტემბერი
ქ. თბილისი
„სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 ნოემბრის № 867 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 ნოემბრის № 867 განკარგულების პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს № 364 ბრძანებულების 21 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის გაიზარდოს სამსახურეობრივი მიმოსვლისათვის მსუბუქი ავტომანქანების ზღვრული ნორმატივი და განისაზღვროს 37 ერთეული ავტომობილით , მათ შორის, 29 ავტომობილი ცენტრალური აპარატისათვის, ხოლო 8 ავტომობილი სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისათვის.“ .
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი