„საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის „საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის სამთავრობო კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 1997 წლის 28 ოქტომბრის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ოქმი

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი
16-136
მიმღები ორგანო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2012-06-15
გამოქვეყნების თარიღი
2013-09-30
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.016210
„საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის „საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის სამთავრობო კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 1997 წლის 28 ოქტომბრის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ოქმი
 
 
 

 

„საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის „საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის სამთავრობო კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 1997 წლის 28 ოქტომბრის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ოქმი

 საქართველოს მთავრობა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტი, შემდგომში წოდებულნი როგორც „მხარეები', შეთანხმდნენ შემდეგზე:

 

მუხლი 1

საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის სამთავრობო კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ 1997 წლის 28 ოქტომბრის შეთანხმების პირველი მუხლის მეორე აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კომპეტენტური ორგანიზაციები"  - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და უკრაინის სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაცია;”.

 

 

მუხლი 2

     წინამდებარე ოქმი წარმოადგენს 1997 წლის 28 ოქტომბერს ქ. თბილისში ხელმოწერილი საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის სამთავრობო კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

 

მუხლი 3

 

წინამდებარე ოქმი ძალაში შედის მხარეების მიერ მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან.

 

შესრულებულია, ქ. კიევში 2012 წლის 15 ივნისს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, უკრაინულ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია.

 

 

 

საქართველოს მთავრობის

სახელით

 

(ხელმოწერილია)

 

უკრაინის მინისტრთა კაბინეტის

სახელით

(ხელმოწერილია)

 

 


 

 


 

 

კრებსითი — სრული ვერსია