,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5609
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2007-12-14
გამოქვეყნების თარიღი
2007-12-24
სარეგისტრაციო კოდი
430.050.000.05.001.003.085
,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.  „ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს ან/და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, არ შეიძლება იყენებდნენ ამ პროგრამების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებულ უძრავ ქონებას.“.

2. 58-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2008-2009 სასწავლო წლის დასაწყისიდან.“.

    მუხლი 2.  ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი ნ. ბურჯანაძე

 თბილისი,

2007 წლის 14 დეკემბერი.

№5609–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია