,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 აგვისტოს №16 დადგენილებით (,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებ. გვერდი www.matsne.gov.ge. სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.122.016150, 30/08/2013) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
-
დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
-
დებულების მე-13 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, 9. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ფუნქციებია:
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის წინაშე, ასევე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების წინაშე არსებული რისკების დადგენა, რისკების მართვისათვის შემუშავებული შიდა კონტროლის სისტემების, ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემების ადეკვატურობისა და ეფექტიანობის გამოკვლევა და შეფასება, შიდა აუდიტის ობიექტების საქმიანობის კანონიერების და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება შიდა აუდიტისა და მონიტორინგის განხორციელების მეშვეობით, აგრეთვე სხვა ფუნქციების განხორციელება, რაც გათვალისწინებულია შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის დებულებით“.
|