|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა: |
| მუხლი 1 |
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №7 დადგენილებით (სსმ, №7, 06/08/2010/; 010250040.35.122.000091) დამტკიცებული დებულების (რეგლამენტი) 112-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 112. საკრებულოს მიერ კონტროლის განხორციელების ფორმები 1. საკრებულო, მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებაზე, გამგეობის საქმიანობაზე, თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვასა და თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით. 2. საკრებულოს მიერ კონტროლის განხორციელების ფორმებია: ა) საკრებულოს წევრის მიერ კითხვის დასმა და ინტერპელაცია; ბ) ინფორმაციის გამოთხოვა; გ) ანგარიშის მოსმენა; დ) საკრებულოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის კანონიერების და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება შიდა აუდიტისა და მონიტორინგის განხორციელების მეშვეობით“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|