„საქართველოს დედაქალაქის − თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1077-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2013-09-06
გამოქვეყნების თარიღი
2013-09-25
სარეგისტრაციო კოდი
010270000.05.001.017087
„საქართველოს დედაქალაქის − თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს დედაქალაქის − თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს დედაქალაქის − თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 42) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

     1. მე-12 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ტ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით დედაქალაქის რაიონისათვის ან უბნისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება; გამწვანების, სამრეწველო, სავაჭრო და სხვა სპეციალური ზონების გამოყოფა; მათთვის სახელწოდებების მინიჭება, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა;“.

     2. 231 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

   მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილი

 

 

ქუთაისი,

6 სექტემბერი 2013 წ.

N1077-Iს

კრებსითი — სრული ვერსია