„ქ. ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრის N3/467 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
05/37
მიმღები ორგანო
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2013-10-08
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-16
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.054.016076
„ქ. ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრის N3/467 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №05/37
2013 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„ქ. ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრის №3/467 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   „ნორმატიული აქტების შესახებ' საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„ქ. ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“  საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრის №3/467 ბრძანებაში (სსმ, 147, 30/10/2006) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1.  ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ. ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“

2. ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიულ პირის - ქ. ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის“  დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თეატრის დაფინანსების წყაროებია:

ა ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრები;

გ ) უცხოური ინვესტიციები;

დ) ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების შემოწირულობანი;

ე ) კერძო შემოწირულობანი;

ვ ) ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი;

ზ ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი

კრებსითი — სრული ვერსია