|
„ქ. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 27თებერვლის №3/40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ' საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ქ. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №3/40 ბრძანებაში (სსმ, 30, 06/03/2007) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები: |
1.
ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქ. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ |
2.
ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიულ პირის - ქ. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის“ დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თეატრის დაფინანსების წყაროებია: ა ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები; ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრები; გ ) უცხოური ინვესტიციები; დ) ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების შემოწირულობანი; ე ) კერძო შემოწირულობანი; ვ ) ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი; ზ ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|