„ქ. ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრის N3/468 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
05/46
მიმღები ორგანო
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2013-10-08
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-16
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.054.016077
„ქ. ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრის N3/468 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №05/46

2013 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„ქ. ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრის №3/468 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ქ. ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ'  საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრის №3/468 ბრძანებაში (სსმ, 147, 30/10/2006) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ. ქუთაისის  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების  შესახებ"

2. ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ. ქუთაისის  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ დებულების მე-1 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7.  თეატრის იურიდიული მისამართია : საქართველო, ქ . ქუთაისი, წმინდა ნინოს ქ. №9'.

3. ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ. ქუთაისის  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თეატრის დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრები;

გ) უცხოური ინვესტიციები;

დ) ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების შემოწირულობანი;

ე) კერძო შემოწირულობანი;

ვ) ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი

კრებსითი — სრული ვერსია