ქ. თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმების წესის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
24.02.1078
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი
2013-09-19
გამოქვეყნების თარიღი
2014-06-06
სარეგისტრაციო კოდი
210010010.37.101.016165
ქ. თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმების წესის შესახებ
 

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება №24.02.1078

2013  წლის 19 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

ქ. თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმების წესის შესახებ

„საქართველოს დედაქალაქის  - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტისა და 28-ე მუხლის, „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის 172 მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ქ. თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმების წესი“, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელიირაკლი აბესაძე




დანართი

 

ქ. თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმების წესი

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ქ. თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმების წესის (შემდგომში - წესი) შესაბამისად, „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ქ. თბილისის მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული კანონის 172 მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისთვის გადასახდელი მოსაკრებლის გადახდისაგან სრულად გათავისუფლების ან/და მოსაკრებლის გადახდის შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებამდე გადავადების შესახებ, მოსაკრებლის გადამხდელთან  შეთანხმების დადების  თაობაზე.

 მუხლი 2. სპეციალური (ზონალური) მოსაკრებლის დავალიანების მოხსნა და გადავადება

1. მოსაკრებლის გადამხდელთან, რომელსაც 2012 წლის 28 ივნისის დროისათვის წარმოშობილი აქვს სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემასთან დაკავშირებით გადასახდელი მოსაკრებლის დავალიანება, შესაძლებელია ქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით დადებულ იქნეს შეთანხმება არსებული დავალიანების გადახდისაგან მისი სრულად გათავისუფლების თაობაზე,  თუ იგი შეთანხმებით იკისრებს ვალდებულებას, რომ შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე განცხადებას წარუდგენს შესაბამის უფლებამოსილ  ორგანოს აღნიშნული წესის ძალაში შესვლიდან 2014 წლის 1 აგვისტომდე და შენობა-ნაგებობა დააკმაყოფილებს ექსპლუატაციაში მიღებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

2. მოსაკრებლის გადამხდელთან, რომელსაც 2012 წლის 28 ივნისის დროისათვის წარმოშობილი აქვს  სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემასთან დაკავშირებით გადასახდელი მოსაკრებლის დავალიანება, შესაძლებელია ქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით დადებულ იქნეს შეთანხმება არსებული დავალიანების შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებამდე გადავადების შესახებ, თუ იგი შეთანხმებით იკისრებს ვალდებულებას, რომ შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე განცხადებას წარუდგენს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს  შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 2015 წლის 1 იანვრისა და შენობა-ნაგებობა დააკმაყოფილებს ექსპლუატაციაში მიღებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

3.  ამ წესის მოქმედება ვრცელდება ასევე მის ძალაში შესვლამდე, ქ. თბილისის მთავრობასა და მოსაკრებლის გადამხდელს შორის, გადასახდელი მოსაკრებლის გადავადებასთან/გათავისუფლებასთან დაკავშირებით გაფორმებულ შეთანხმებაზე, თუ შეთანხმების ორივე მხარე თანახმაა ამ წესის შესაბამისად ახალი შეთანხმების დადებაზე.

4.  ამ წესის შესაბამისად გაფორმებული შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში დადებული შეთანხმება გაუქმდება და მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია გადაიხადოს მოსაკრებელი შეთანხმების გაუქმებიდან 1 თვის ვადაში.

5. ამ წესის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეთანხმების გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქ. თბილისის მთავრობა.

ქალაქ თბილისის მთავრობის 2013 წლის 14 ნოემბრის დადგენილება №28.08.1364 - ვებგვერდი, 20.11.2013 წ.

ქალაქ თბილისის მთავრობის 2014 წლის 8 იანვრის დადგენილება №01.05.05 - ვებგვერდი, 13.01.2014 წ.

ქალაქ თბილისის მთავრობის 2014 წლის 25 აპრილის დადგენილება №11.29.511  - ვებგვერდი, 29.04..2014 წ.

ქალაქ თბილისის მთავრობის 2014 წლის 6 ივნისის დადგენილება №15.28.706  - ვებგვერდი, 10.06..2014 წ.


კრებსითი — სრული ვერსია