„საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ორგანული კანონი
დოკუმენტის ნომერი
1133-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2013-09-18
გამოქვეყნების თარიღი
2013-09-23
სარეგისტრაციო კოდი
010020000.04.001.016079
„საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №11, 24.05.2004, მუხ. 41) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალური შესრულების წესი განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

„მუხლი 31

1. საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის დადგენილების მიღება.

2. ამ კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ინარჩუნებს იურიდიულ ძალას საქართველოს პარლამენტის შესაბამისი დადგენილების ამოქმედებამდე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

18 სექტემბერი 2013 წ.

N1133-Iს

კრებსითი — სრული ვერსია