|
საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიერ ვებგვერდის შექმნასა და ადმინისტრირებასთან დაკავშირებული მომსახურებისა და საქონლის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
|
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის კანცელარიამ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ვებგვერდის შექმნისა და შემდგომში მისი ადმინისტრირების მომსახურების, ასევე ვებგვერდის ფუნქციონირებისათვის საჭირო საქონლის შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. პრემიერ-მინისტრ ბ. ივანიშვილი |