„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის №73 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1325
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-09-12
გამოქვეყნების თარიღი
2013-09-20
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016010
„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის №73 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1325

2013 წლის 12 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის   „ საქართველოს   2013   წლის   სახელმწიფო   ბიუჯეტის   შესახებ “ საქართველოს კანონის 23 - ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე “

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის № 73 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის   „ საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის 23 - ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე “   საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის № 73 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ 1. „ საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის 23 - ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროზე არ გავრცელდეს „ საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის 23 - ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა , რომ შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 50 ერთეულით . “.

პრემიერ - მინისტრი                                                                         ბ . ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია