ცაგერის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1318
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-09-10
გამოქვეყნების თარიღი
2013-09-20
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016015
ცაგერის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
 
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1318
2013 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება ცაგერის მუნიციპალიტეტს, ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებლად მოსახლეობისა და ორგანიზაციების საშეშე მერქნული რესურსით დროული უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო ტყეკაფებში შემდეგი X და Y კოორდინატებით: ორბელი   X 0324207-Y-4726333, ცაგერი  X-0319485-Y-4728947, ცაგერი -X  0309721-Y-4725850, ოყურეში X-0311996-Y-4709631, ზოგიში-X -0322817-y-4708328, ორბელი-X -0330300-Y-4722354 გრუნტის გზის შეყვანისათვის საჭირო სამუშაოებისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი  ბ. ივანიშვილი


 

კრებსითი — სრული ვერსია