|
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებით (სსმ ვებგვერდი, 01/02/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010230000.58.070.016007) დამტკიცებულ „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება: |
1.
მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. გენერალური აუდიტორის ბრძანების პროექტი ვიზირებული უნდა იქნეს იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ, რომელმაც მოამზადა ეს პროექტი და კურატორი გენერალური აუდიტორის მოადგილის მიერ. ვიზირება გულისხმობს სამსახურის სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ გაცემულ თანხმობას". |
2.
ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ვ" ქვეპუნქტი. |
3.
მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე ,,პ" ქვეპუნქტი:
,,პ) სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტი.". |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|