„პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის N660 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
727
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2013-09-17
გამოქვეყნების თარიღი
2013-09-18
სარეგისტრაციო კოდი
330130000.08.002.016869
„პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის N660 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №727

2013 წლის 17 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებაში (სსმ, III ნაწ., 2007 წ., №168, მუხ. 1859) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 მუხლი:

„მუხლი 9. გარდამავალი დებულებები

ამ ბრძანებულების პირველი მუხლის მე-2, 21 და 22 პუნქტებით გათვალისწინებული იმ შენობა-ნაგებობებისათვის, რომლების მშენებლობა დასრულებულია დასრულებისათვის ამ ბრძანებულების ვადის დარღვევით, აგრეთვე შენობა-ნაგებობებისათვის, რომლების მშენებლობის დასრულება ვერ განხორციელდა დასრულებისათვის დადგენილ მაქსიმალურ ვადაში და დასრულდება დასრულების ნებართვის ფარგლებში ამ მუხლის ძალაში შესვლიდან 4 თვის განმავლობაში, ვადის დარღვევა ჩაითვალოს საპატიოდ და მათი ლეგალიზება განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია