საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5571
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2007-12-07
გამოქვეყნების თარიღი
2007-12-21
სარეგისტრაციო კოდი
200.000.000.05.001.003.073
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ეროვნული და უცხოური ვალუტის (გარდა ნუმიზმატიკური მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულისა), ფასიანი ქაღალდების და საწესდებო კაპიტალის წილის მიწოდება ან/და იმპორტი;“.

2. 281-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 24-ე ნაწილი:

„24. ამ კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2005 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი                                                      ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2007 წლის 7 დეკემბერი.

№5571–IIს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია