„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის №193/ნ ბრძანებაში ( www.matsne.gov.ge, 20/09/2012, 430210000.22.022.016459) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მობილობა დაუშვებელია:
ა) კალენდარული წლის პირველი სექტემბრიდან 16 სექტემბრამდე;
ბ) სასწავლო წლის დასრულებამდე 30 კალენდარული დღის განმავლობაში;
გ) მე-12 კლასის მე-2 სემესტრის მიმდინარეობისას.“.
|