|
| მუხლი 1 |
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი პირებისათვის C-ჰეპატიტის მკურნალობის უზრუნველსაყოფად, „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „1.2.2.6“ ქვეპუნქტისა და 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს, შესაბამისი მედიკამენტების შესყიდვა და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთვის გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
| მუხლი 2 |
მკურნალობის განსახორციელებლად საჭირო კვლევები და სამედიცინო მომსახურებები, ასევე საჭირო სახარჯი მასალები, განსახორციელებელი ღონისძიებები და პროგრამის ადმინისტრირების წესი განისაზღვროს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ერთობლივი ნორმატიული აქტით. |
| მუხლი 3 |
მკურნალობის განსახორციელებლად საჭირო შესაბამისი სამედიცინო მომსახურებებისა და სახარჯი მასალების შესყიდვა განხორციელდეს ამ დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე გამოცემული ერთობლივი ბრძანების შესაბამისად, გარდა ამ დადგენილების 4
1 და 4
2 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის დადგენილება №181 – ვებგვერდი, 27.04.2015წ. |
| მუხლი 4 |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები დაფინანსდეს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „ინფექციური დაავადებების მართვა“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი 35 03 02 06) გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში და განისაზღვროს 1 166 ათასი ლარის ოდენობით. |
| მუხლი 41 |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სოციალური მომსახურების სააგენტოს დაერთოს ნება, ამ დადგენილების ფარგლებში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, შესყიდული საქონელი გამოიყენოს „C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებით განსაზღვრული მიზნებისთვის.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის დადგენილება №181 – ვებგვერდი, 27.04.2015წ. |
| მუხლი 42 |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი რაოდენობის მედიკამენტის გადაცემა სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის დადგენილება №181 – ვებგვერდი, 27.04.2015წ. |
| მუხლი 5 |
ამ დადგენილებით გათვალისწინებული შესყიდვები განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. |
| მუხლი 6 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|