„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში (სსმ, 28.04.2010, მუხლი 727) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-10 მუხლში 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:
„12. ოჯახის შემოსავლებში, როგორც დროებითი ხასიათის მქონე შემოსავალი, არ გაითვალისწინება საარჩევნო პერიოდში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად დანიშვნის/არჩევის გამო, არჩევნების დღემდე 30-ე დღიდან ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენამდე, არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან მიღებული ხელფასი.”.
|