|
მუხლი 1. „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 480060000.05.001.016809) მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ დებულება მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. მუხლი 2 1. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის მიღების შემთხვევაში მისი ამოქმედებისთანავე იურიდიულ ძალას კარგავს ამ კანონის ამოქმედებამდე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტი. 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. |
ქუთაისი, 6 სექტემბერი 2013 წ. N1052-Iს |