„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის N782 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
305
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2013-09-16
გამოქვეყნების თარიღი
2013-09-18
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.033.016565
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის N782 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №305

2013 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის N782 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №782 ბრძანებით (სსმ III, 30.11.09, №147, მუხლი 1732) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-14 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) სამსახურის თანამშრომელი, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით;“;

ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შეეფერება დაკავებულ თანამდებობას (სამსახურში განსაზღვრული ვადით მიღებული თანამშრომლის ატესტაციის შემთხვევაში - შეეფერება დაკავებულ თანამდებობას და  უნდა დაინიშნოს ამავე  ვაკანტურ თანამდებობაზე);“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მესამე დღეს.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური

კრებსითი — სრული ვერსია