|
მუხლი 1. საქართველოს ტყის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28(35), 1999 წელი, მუხ. 148) მე-17 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილ უბანს გამოყოფს და საქართველოს საპატრიარქოს ან ამ უბნის მართვით დაინტერესებული სახელმწიფო დაწესებულების შესაბამის უფლებამოსილებას ადგენს საქართველოს მთავრობა დაინტერესებული სახელმწიფო დაწესებულების ან/და ამ კოდექსის მე-15 ან მე-16 მუხლით უფლებამოსილი შესაბამისი ორგანოს მოტივირებული წინადადების საფუძველზე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. |
ქუთაისი, 6 სექტემბერი 2013 წ. N1031-Iს |