|
მუხლი 1. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №1-2 (33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 24) მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა.“. მუხლი 2 1. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს „გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის თაობაზე“ დადგენილების მიღება. 2. საქართველოს მთავრობის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის მიღებამდე იურიდიულ ძალას ინარჩუნებს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესის მიხედვით გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტი. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. |
ქუთაისი, 6 სექტემბერი 2013 წ. N1028-Iს |