საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
67
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2013-09-10
გამოქვეყნების თარიღი
2016-09-05
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.023.016192
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №67

2013 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ’’  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,რ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები’’.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე



დანართი
 

საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების  დაცვის  სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოხელეთა   დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 


მუხლი 1. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი  უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება სოციალურ და პოლიტიკურ ან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში;

ბ) საჯარო, საერთაშორისო სექტორში ან/და  შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 7-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება. სასურველია გარემოსდაცვითი მიმართულებით საჯარო სექტორში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში მუშაობის გამოცდილება;

გ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

დ) საქართველოს კონსტიტუციის, „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის,  ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 26 თებერვლის №183 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს  გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების  ცოდნა;

ე) არსებული გარემოსდაცვითი გამოწვევების, შესაბამისი კონცეფციებისა და თანამედროვე მიდგომების ცოდნა ეროვნულ და საერთაშორისო კონტექსტში;

ვ) სტრატეგიების, გეგმების, პროგრამებისა და კონცეფციების შემუშავების გამოცდილება;

ზ) მდგრადი განვითარების პრინციპების ცოდნა; 

თ) საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების და მათი ძირითადი პრინციპების ცოდნა;

ი) საერთაშორისო შეხვედრებში მონაწილეობის გამოცდილება; 

კ) ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე საერთაშორისო ინსტიტუტებთან, სახელმწიფო, არასამთავრობო, აკადემიურ და სხვა სახის ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან თანამშრომლობის გამოცდილება;

ლ) საპროექტო წინადადების შემუშავებისა და განხორციელების გამოცდილება;

მ) საერთაშორისო მოლაპარაკებებში, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, სასურველი შედეგის მიღწევის გამოცდილება;

ნ) სავალდებულოა ინგლისური ენის (ძალიან კარგად) და სასურველია რუსული ენის (კარგად) ცოდნა;

ო) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Office; Google Apps for Business).

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 9 მარტის ბრძანება № 186 - ვებგვერდი, 09.03.2015წ.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 06.09.2016წ.

 

  მუხლი 11. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება სოციალურ და პოლიტიკურ ან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში;

ბ) საჯარო, საერთაშორისო სექტორში ან/და  შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება. სასურველია გარემოსდაცვითი მიმართულებით საჯარო სექტორში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში მუშაობის გამოცდილება;

გ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

დ) საქართველოს კონსტიტუციის, „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის,  ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 26 თებერვლის №183 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს  გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების  ცოდნა;

ე) არსებული გარემოსდაცვითი პრობლემებისა და გამოწვევების ცოდნა;

ვ) სტრატეგიების, გეგმების, პროგრამებისა და კონცეფციების შემუშავების გამოცდილება;

ზ) მდგრადი განვითარების პრინციპების ცოდნა;  

თ) საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების და მათი ძირითადი პრინციპების ცოდნა;

ი) საერთაშორისო შეხვედრებში მონაწილეობის გამოცდილება;  
კ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება, საპროექტო წინადადების შემუშავებისა და განხორციელების გამოცდილება; 

ლ) ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;

მ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Office; Google Apps for Business).

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 06.09.2016წ.


მუხლი 2. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი
გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს :

ა ) უმაღლესი განათლება სოციალურ და პოლიტიკურ ან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ;

ბ ) შესაბამის სფეროში საჯარო , საერთაშორისო ან სხვა სექტორებში   ან / და   საერთაშორისო პროექტებში მუშაობის არანაკლებ 5- წლიანი გამოცდილება , მათ შორის , ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3- წლიანი გამოცდილება ;

გ ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ;

დ ) საქართველოს კონსტიტუციის , ,, გარემოს დაცვის შესახებ ’’ საქართველოს კანონის ,  ,, საჯარო სამსახურის შესახებ ’’ საქართველოს კანონის , ,, საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ ’’ საქართველოს კანონის , საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს   გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების , საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №16 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს   გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების   ცოდნა ;

ე ) დღეისათვის არსებული გარემოსდაცვითი პრობლემებისა და გამოწვევების ცოდნა ;

ვ ) სტრატეგიების , გეგმების , პროგრამებისა და კონცეფციების შემუშავების გამოცდილება ;

ზ ) საერთაშორისო შეხვედრებში მონაწილეობის გამოცდილება ;   

ვ ) სტრატეგიების , გეგმების , პროგრამებისა და კონცეფციების შემუშავების გამოცდილება ;

თ ) ინგლისური ენის ( ძალიან კარგად ) და რუსული ენის ( კარგად ) ცოდნა ;

ი ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word – კარგად , Excel – კარგად , Outlook – კარგად ) ცოდნა .

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება  №230  -  ვებგვერდი, 09.10.2015წ.


მუხლი 3. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
1. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციის პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს :

ა ) უმაღლესი განათლება სოციალურ და პოლიტიკურ ან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ;

ბ ) შესაბამის სფეროში საჯარო , საერთაშორისო ან სხვა სექტორებში   ან / და   საერთაშორისო პროექტებში მუშაობის არანაკლებ 3- წლიანი გამოცდილება ;

გ ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ;

დ ) საქართველოს კონსტიტუციის , „ გარემოს დაცვის შესახებ “ საქართველოს კანონის , „ საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის , „ საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ “ საქართველოს კანონის , საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს   გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების , საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №16 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების   ცოდნა ;

ე ) დღეისათვის არსებული გარემოსდაცვითი პრობლემებისა და გამოწვევების ცოდნა ;

ვ ) სტრატეგიების , გეგმების , პროგრამებისა და კონცეფციების შემუშავებაში მონაწილეობის გამოცდილება ;

ზ ) საერთაშორისო შეხვედრებში მონაწილეობის გამოცდილება ;  

თ ) ინგლისური ენის ( ძალიან კარგად ) და რუსული ენის ( კარგად ) ცოდნა ; 

ი ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word – კარგად , Excel – კარგად , Outlook – კარგად ) ცოდნა .

2. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციის პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს :

ა ) უმაღლესი განათლება ეკონომიკურ ან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ( სასურველია მდგრადი ეკონომიკური განვითარების განხრით );

ბ ) შესაბამის სფეროში საჯარო , საერთაშორისო ან სხვა სექტორებში   ან / და   საერთაშორისო პროექტებში მუშაობის არანაკლებ 3- წლიანი გამოცდილება ( სასურველია გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის მიმართულებით );

გ ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ;

დ ) საქართველოს კონსტიტუციის , „ გარემოს დაცვის შესახებ ’’ საქართველოს კანონის , „ საჯარო სამსახურის შესახებ ’’ საქართველოს კანონის , „ საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ ’’ საქართველოს კანონის , საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს   გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების , საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №16 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების   ცოდნა ;

ე ) დღეისათვის არსებული გარემოსდაცვითი პრობლემებისა და გამოწვევების ცოდნა ;

ვ ) სტრატეგიების , გეგმების , პროგრამებისა და კონცეფციების შემუშავებაში მონაწილეობის გამოცდილება ;

ზ ) საერთაშორისო შეხვედრებში მონაწილეობის გამოცდილება ;   

თ ) გარემოსდაცვით საკითხებთან მიმართებაში ხარჯ - ეფექტურობის ანალიზისა და ხარჯსარგებლიანობის ანალიზის უნარი ;

ი ) ინგლისური ენის ( ძალიან კარგად ) და რუსული ენის ( კარგად ) ცოდნა ;

კ ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word – კარგად , Excel – კარგად , Outlook – კარგად ) ცოდნა .

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება  №230  -  ვებგვერდი, 09.10.2015წ.


მუხლი 4. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი
გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს :

ა ) უმაღლესი განათლება – სოციალური და პოლიტიკური , ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ან სამართალი ; 

ბ ) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ;

გ ) საქართველოს კონსტიტუციის , „ საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის , „ საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ “ საქართველოს კანონის , „ გარემოს დაცვის შესახებ “ საქართველოს კანონის ,  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს   გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების , საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 26 თებერვლის №183 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების   ცოდნა ;

დ ) დღეისათვის არსებული გარემოსდაცვითი პრობლემებისა და გამოწვევების ცოდნა ;

ე ) გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი სტრატეგიების , გეგმების , კონცეფციებისა და თანამედროვე მიდგომების ცოდნა ეროვნულ და საერთაშორისო კონტექსტში ;

ვ ) საქართველო - ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების გარემოსდაცვითი ნაწილი ;

ზ ) მდგრადი განვითარების პრინციპების ცოდნა ;

თ ) სავალდებულოა   ინგლისური ენის ( ძალიან კარგად ) და სასურველია რუსული ენის ( კარგად ) ცოდნა ;

ი ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Google Apps for Business   –  ძალიან კარგად ) ცოდნა .

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება  №230  -  ვებგვერდი, 09.10.2015წ.


მუხლი 5. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი
გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება სოციალურ და პოლიტიკურ ან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში;
ბ) შესაბამის სფეროში საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში  ან/და  საერთაშორისო პროექტებში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
გ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
დ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის,  ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №16 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს  გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების  ცოდნა;
ე) დღეისათვის არსებული გარემოსდაცვითი პრობლემებისა და გამოწვევების ცოდნა;
ვ) გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი კონცეფციებისა და თანამედროვე მიდგომების ცოდნა ეროვნულ და საერთაშორისო კონტექსტში;
ზ) საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების და მათი ძირითადი პრინციპების ცოდნა; 
თ) საერთაშორისო შეხვედრებში, განხილვებსა და დისკუსიებში მონაწილეობის გამოცდილება;
ი) ინგლისური ენის (ძალიან კარგად) და რუსული ენის (კარგად) ცოდნა;
კ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Excel-კარგად, Outlook- კარგად) ცოდნა.

მუხლი 6. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება სოციალურ და პოლიტიკურ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო ან  ჰუმანიტარულ მეცნიერებებში;
ბ) შესაბამის სფეროში საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში  ან/და  საერთაშორისო პროექტებში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
გ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
დ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის,  ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №16 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს  გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების  ცოდნა;
ე) დღეისათვის არსებული გარემოსდაცვითი პრობლემებისა და გამოწვევების ცოდნა;
ვ) გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი კონცეფციებისა და თანამედროვე მიდგომების ცოდნა ეროვნულ და საერთაშორისო კონტექსტში;
ზ) საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების და მათი ძირითადი პრინციპების ცოდნა; 
თ) საერთაშორისო შეხვედრებში  მონაწილეობის გამოცდილება;
ი) ინგლისური ენის (ძალიან კარგად) და რუსული ენის (კარგად) ცოდნა;
კ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Excel-კარგად, Outlook- კარგად) ცოდნა.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 17 სექტემბრის ბრძანება  № 223 -  ვებგვერდი, 18.09.2015წ.


მუხლი 7. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი
გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება სოციალურ და პოლიტიკურ ან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში;
ბ) (ამოღებულია - 21.08.2015; №216);
გ) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
დ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის,  ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №16 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს  გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების  ცოდნა;
ე) დღეისათვის არსებული გარემოსდაცვითი პრობლემებისა და გამოწვევების ცოდნა;
ვ) გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი კონცეფციებისა და თანამედროვე მიდგომების ცოდნა ეროვნულ და საერთაშორისო კონტექსტში;
ზ) საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების და მათი ძირითადი პრინციპების ცოდნა; 
თ) ინგლისური ენის (ძალიან კარგად) და რუსული ენის (კარგად) ცოდნა;
ი) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Excel-კარგად, Outlook- კარგად) ცოდნა.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანება № 216 - ვებგვერდი, 21.08.2015წ.


მუხლი 8. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების კოორდინაციის სამმართველოს უფროსი
1. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების კოორდინაციის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება – სოციალურ და პოლიტიკურ ან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში;
ბ)  მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
გ) შესაბამის სფეროში საჯარო, საერთაშორისო და სხვა სექტორებში ან/და  საერთაშორისო პროექტებში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;

დ) საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის,  „გარემოს დაცვის შესახებ“  საქართველოს კანონის,  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულებისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 26 თებერვლის №183 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს  გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების  ცოდნა;

ე) არსებული გარემოსდაცვითი პრობლემებისა და გამოწვევების ცოდნა;

ვ) გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი კონცეფციებისა და თანამედროვე მიდგომების ცოდნა ეროვნულ და საერთაშორისო კონტექსტში;

ზ) საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების და მათი ძირითადი პრინციპების ცოდნა;

თ) საერთაშორისო შეხვედრებში მონაწილეობის გამოცდილება;

ი) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება;

კ) საპროექტო წინადადებების შემუშავებისა და საერთაშორისო წყაროებიდან დაფინანსებული პროექტების მონიტორინგის განხორციელების გამოცდილება;

ლ) სავალდებულოა  ინგლისური ენის (ძალიან კარგად) და სასურველია  რუსული ენის (კარგად) ცოდნა;

მ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Microsoft Office Excel, PowerPoi№t – ძალიან კარგად, Google Apps Buse№ess – კარგად) ცოდნა.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანება № 216 - ვებგვერდი, 21.08.2015წ.


მუხლი 9. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების კოორდინაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების კოორდინაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს :

ა ) უმაღლესი განათლება – სოციალური და პოლიტიკური , ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ან სამართალი .

ბ ) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ;

გ ) საქართველოს კონსტიტუციის , „ საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის , „ საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ “ საქართველოს კანონის , „ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ “ საქართველოს კანონის , „ გარემოს დაცვის შესახებ “ საქართველოს კანონის ,  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს   გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების , საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 26 თებერვლის №183 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების   ცოდნა ;

დ )  არსებული გარემოსდაცვითი პრობლემებისა და გამოწვევების ცოდნა ;

ე ) გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი კონცეფციებისა და თანამედროვე მიდგომების ცოდნა ეროვნულ და საერთაშორისო კონტექსტში ;

ვ ) საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების და მათი ძირითადი პრინციპების ცოდნა ;

ზ ) პროექტების მართვის პრინციპების და თანამედროვე სტანდარტების ცოდნა ;

თ ) პროექტების ანალიზის მიზნით ლოგიკური სტრუქტურული მიდგომის (LFA) მეთოდის ცოდნა ;

ი ) სავალდებულოა ინგლისური ენის ( ძალიან კარგად ) და სასურველია რუსული ენის ( კარგად ) ცოდნა ;

 

კ ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Project, Google Apps Business  –  ძალიან კარგად ) ცოდნა .

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანება № 216 - ვებგვერდი, 21.08.2015წ.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 10 სექტემბრის ბრძანება  № 222 -  ვებგვერდი, 11.09.2015წ.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება  №230  -  ვებგვერდი, 09.10.2015წ.


მუხლი 10. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების კოორდინაციის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი
1. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების კოორდინაციის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება სოციალურ და პოლიტიკურ ან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში;

ბ) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის,  „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის,  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 26 თებერვლის №183 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს  გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების  ცოდნა;

დ) სავალდებულოა ინგლისური ენის (ძალიან კარგად) და სასურველია რუსული ენის (კარგად) ცოდნა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Microsoft Office Excel, PowerPoint – ძალიან კარგად, Google Apps Buseness – კარგად) ცოდნა.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანება № 216 - ვებგვერდი, 21.08.2015წ.



კრებსითი — სრული ვერსია