შემოსავლების სამასახურის
ბრძანება №3 4577
2013 წლის 24 ივლისი
„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე “
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის
№2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის
სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის № 2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №8):
1. მე-10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
2. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა 1 “ ქვეპუნქტი:
„ა 1 ) ინფორმაციის მოპოვება შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზების მონაცემებიდან და შემმოწმებელთა ჯგუფისათვის გონივრულ ვადაში მიწოდება“.
3. მე-11 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) შესაბამისი ანალიზის შედეგად თემატური კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩატარება და შესაბამისი აქტის შედგენა. გადაწყვეტილების პროექტის მიმზადების მიზნით, დეპარტამენტის შესაბამისი სამმართველოსათვის მასალების წარდგენა; აგრეთვე, აღნიშნულ ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული საგადასახადო დავების შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო დასკვნების მომზადება;“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
შემოსავლებოს სამსახურის უფროსი ლ. ხუციშვილი