|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 9 ივნისის №1-1/883 ბრძანებით (სსმ, ვებპორტალი, 310150000.22.024.016082, 13.06.2011) დამტკიცებულ „ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგლამენტების ნუსხაში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|