საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი ,,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2007-11-07
გამოქვეყნების თარიღი
2007-11-07
სარეგისტრაციო კოდი
010.210.000.07.001.003.063
საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი ,,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის, 46-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით:

ა) შეიზღუდოს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე, 25-ე და 33-ე მუხლების მოქმედება;

ბ) შეჩერდეს ყველა ტელე და რადიომაუწყებლის მიერ ინფორმაციის მიღება და თავისუფლად გავრცელება ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებებით;

გ) ინფორმაციის მიღება და გავრცელება განახორციელოს მხოლოდ საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა.

2. დეკრეტი 48 საათში წარედგინოს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად.

3. დეკრეტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი            მ. სააკაშვილი

2007 წლის 7 ნოემბერი

ქ. თბილისი

 №1         

 

კრებსითი — სრული ვერსია