„საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ორგანული კანონი
დოკუმენტის ნომერი
5496
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2007-11-22
გამოქვეყნების თარიღი
2007-12-06
სარეგისტრაციო კოდი
010.020.000.04.001.003.062
„საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2004, მუხ. 137) დაემატოს შემდეგი შინაარსის IV1 თავი:

„თავი IV1. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო

    მუხლი 101

1. სახელმწიფო სიმბოლოებთან დაკავშირებული საკითხების რეგულირების მიზნით, საქართველოს პარლამენტთან იქმნება და მოქმედებს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო.

2. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს კომპეტენცია და ფუნქციები განისაზღვრება ამ კანონითა და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.

    მუხლი 102

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) სახელმწიფო სიმბოლოებთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება;

ბ) სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების შესახებ წინადადებების შემუშავება;

გ) აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების სიმბოლოების შექმნასა და მათი გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება;

დ) სახელმწიფო სიმბოლოების სახელმწიფო რეგულირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი           

ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2007 წლის 22 ნოემბერი.

№5496–IIს

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია