„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5487
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2007-11-22
გამოქვეყნების თარიღი
2007-12-06
სარეგისტრაციო კოდი
010.130.000.05.001.003.061
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი,     N19-20, 30.07.96, გვ. 28) 202 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 202

1. პასპორტის მიღების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას, 2 ფოტოსურათს, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს და შესაბამის განცხადება-ანკეტას, ხოლო სხვა სახელმწიფოში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ პასპორტის მისაღებად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას უნდა წარუდგინოს                          2 ფოტოსურათი, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და შესაბამისი განცხადება-ანკეტა.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი                                       ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2007 წლის 22 ნოემბერი.

№5487 – IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია