„დედაქალაქში დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის” დამტკიცების თაობაზე” ქ. თბილისის მთავრობის 2013 წლის 31 მაისის №17.02.622 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 04.06.2013წ. სარეგისტაციო კოდი 010260040.37.101.016159) დამტკიცებულ „დედაქალაქში დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
ა) მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) დედაქალაქის დაგვა-დასუფთავება - მექანიზირებული დაგვა, ხელით დასუფთავება, მორეცხვა, მორწყვა, თოვლცვენის დროს ქუჩების თოვლისგან გასუფთავების ღონისძიებები, მათ შორის, მარილის მოყრა;“;
ბ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებაში შედის არამარტო ნაგვის, შლამის, ცხოველური ექსკრემენტების მოწმენდა, არამედ ფოთლების, ბალახისა და სარეველა მცენარეების მოშორებაც; თოვლცვენის დროს საზოგადოებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილ საავტომობილო და ქვეითად მოსიარულეთა სავალი ქუჩების თოვლისაგან გაწმენდა (მარილის მოყრა ან/და მექანიკური გაწმენდა). დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისას ჰერბიციდების გამოყენება დაუშვებელია.”.
|