ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის, ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებისა და ქ. თბილისის რაიონული გამგეობების მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
23.10.1007
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი
2013-09-02
გამოქვეყნების თარიღი
2014-02-11
სარეგისტრაციო კოდი
210010010.37.101.016163
ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის, ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებისა და ქ. თბილისის რაიონული გამგეობების მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ
ძალადაკარგულია

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება №23.10.1007

2013 წლის 2 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის, ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებისა და ქ. თბილისის რაიონული გამგეობების მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტისა და 28-ე მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

მუხლი 1
ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციიდან, ქ. თბილისის საქალაქო სამსახურებიდან და ქ. თბილისის რაიონული გამგეობებიდან საჯარო ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დაწესებული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე, საბანკო დაწესებულების მეშვეობით.
მუხლი 2
ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაცია, ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურები და ქ. თბილისის რაიონული გამგეობები მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციის ასლს გასცემენ დაინტერესებული პირის მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდგომ.
მუხლი 3
2013 წლის განმავლობაში, საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის გარეშე გაიცემა ის გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია, რომლის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა არ აღემატება 2 ლარს.
მუხლი 4
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციისა და    საქალაქო სამსახურების მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2009 წლის 30 სექტემბრის N27.04.868 დადგენილება.
მუხლი 5
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელიირაკლი აბესაძე

კრებსითი — სრული ვერსია