მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის, დროშის) დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
38
მიმღები ორგანო
მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-09-02
გამოქვეყნების თარიღი
2018-02-28
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.153.016178
მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის, დროშის) დამტკიცების შესახებ
(ძალადაკარგულია - 28.02.2018, №26)

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №38

2013 წლის 2 სექტემბერი

ქ. მცხეთა

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის, დროშის) დამტკიცების შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის   მე-2 პუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის   შესაბამისად,

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა, თანახმად №1 დანართისა.
მუხლი 2
მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის, დროშის) გამოყენება და დაცვა განხორციელდეს “თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის №363 ბრძანებულებით დადგენილი წესის შესაბამისად. 
მუხლი 3
მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის, დროშის) ორიგინალების შენახვის ადგილად განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.
მუხლი 4
მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების დაცვის უზრუნველყოფა დაევალოს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ ქაშიაშვილი



დანართი 1
დამტკიცებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 

               2013 წლის 2 სექტემბრის №38 დადგენილებით


 

მცხეთის მუნიციპალიტეტის გერბი წარმოადგენს:

საგერბე ფარს, რომლის მეწამულ (წითელ) ველს ოთხ ნაწილად ყოფს ჰერალდიკური ვერცხლის ჯვარი.

ფარის პირველ ნაწილში, მეწამულ ველზე გამოსახულია ვერცხლის პერანგი (კვართი); მეორე ნაწილში – ვერცხლის ორკაპა ჯვარი  და ძველი ოქროს გვირგვინი; მესამე ნაწილში გამოსახულია – ოქროს ისრებით გამსჭვალული ვერცხლის მთა (იბერიის მთა) ოქროს ცეცხლით; მეოთხე ნაწილში - მეწამულ ველზე, ვერცხლის მოკვეთილი ხელი ვერცხლის (თეთრი) გონიოთი.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია ოთხქონგურიანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) საქალაქო ოქროს გვირგვინი გახსნილი კარიბჭით.

გერბის ფარს გარს არტყია ვაზის ფოთლების ოქროს ორნამენტი.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზი. დევიზის ბაფთის მეწამული ველზე გამოსახულია ვერცხლის ასომთავრული წარწერა – „მცხეთა” და ჰერალდიკური ორი ვერცხლის ჯვარი. ბაფთის აქვს ვერცხლის სარჩული.

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის დროშა წარმოადგენს:

მართკუთხა მეწამულ (წითელ) ნაჭერს პროპორციით 2/3.

დროშის მეწამულ ველზე, ცენტრში, გამოსახულია ვერცხლის (თეთრი) ჰერალდიკური ჯვარი კუთხეებში ოთხი მცირე ვერცხლის (თეთრი) ჯვრით.


კრებსითი — სრული ვერსია