|
|
დღეს , საქართველოში უმწვავესად დგას დემოგრაფიული პრობლემა . ოჯახები თავს იკავებენ შვილის გაჩენისგან , რაც განპირობებულია მძიმე სოციალური ფონით და უარყოფითად აისახება ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე . აუცილებელია სახელმწიფოს ზრუნვა და ფართომასშტაბიანი პროგრამების განხორციელება , რომელიც ორიენტირებული იქნება მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად . მით უფრო , რომ მრავალშვილიანი ოჯახების უმეტესი ნაწილი , სოციალურად დაუცველთა კატეგორიას განეკუთვნება . მძიმეა მათი ეკონომიკური და ყოფითი პირობები . ასეთი კატეგორიის ოჯახები უსახსრობისა და შემოსავლების უქონლობის გამო ვერ აგვარებენ ოჯახთან , ბავშვებთან დაკავშირებულ ელემენტარულ პრობლებებს და ვერ იღებენ სათანადო განათლებას .
|
|
მუხლი
2.
პროგრამის
მიზანი
|
|
პროგრამა მიზნად ისახავს ქალაქში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობისა და მრავალშვილიანი ოჯახების სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას “ ხუთი და მეტშვილიანი ოჯახები ( უფროსი შვილის 18 წლის შესრულებამდე ) წელიწადში ერთხელ მიიღებენ მატერიალურ დახმარებას 2000 ლარის ოდენობით .
თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკრებულოს 2013 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №24/34 - ვებგვერდი, 24.12.2013წ.
|
|
მუხლი
3.
პროგრამის
მართვა
|
|
1. პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარებს წარმოადგენენ ხუთი და მეტშვილიანი ოჯახები .
|
|
2. მატერიალური დახმარება გაიცემა ხუთ და მეტშვილიან ფოთელ ოჯახზე და განისაზღვრება 2000 ლარის ოდენობით და გაიცემა წელიწადში ერთხელ .
|
|
3. ბავშვების მამა უნდა იყოს თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მკვიდრი ან თვითმმართველ ქალაქ - ფოთში რეგისტრირებული დევნილი , რომელიც ცხოვრობს თვითმმართველ ქალაქ ფოთში არანაკლებ ერთი წლისა .
|
|
4. მატერიალური დახმარების მისაღებად ხუთი და მეტშვილიანმა ოჯახმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია :
|
|
ა ) განცხადება ( თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მერის სახელზე );
|
|
ბ ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები ;
|
|
გ ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები ;
|
|
დ ) ქორწინების მოწმობის ასლი ;
|
|
ე ) ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ გაცემული მუნიციპალიტეტის მიერ .
|
|
ვ ) მარტოხელა დედების შემთხვევაში - ცნობა სამოქალაქო რეესტრიდან , რომ იგი არ იმყოფება სამოქალაქო ქორწინებაში .
|
|
ზ ) მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში - ცნობა გარდაცვალების შესახებ .
|
|
მუხლი
4.
პროგრამის
ბიუჯეტი
|
|
1. ხუთი და მეტშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამის მიხედვით განსაზღვრული თანხა აისახება თვითმმართველი ქალაქის - ფოთის ( თვითმმართველი ერთეული ) ბიუჯეტში .
|
|
2. ხუთი და მეტშვილიან ოჯახებს დახმარებისთვის გამოყოფილი თანხა დაერიცხებათ საბანკო ანგარიშებზე .
|
თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკრებულოს
2013 წლის 2
7
სექტემბრის დადგენილება №18
/24
- ვებგვერდი,
03.10
.2013წ.
(
ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან)
.
|