|
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 აპრილის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 აპრილის №92 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29.04.2013, 470230000.10.003.017258) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის:
1. მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ შენობის (მისამართი: ქ. თბილისი, გუდამაყრის შესახვევი №2) სარეაბილიტაციო სამუშაოები და ცენტრის ფუქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად საიჯარო გადასახადის გადახდა.“. 2. მე-2 მუხლს დაემატოს მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები შემდეგი რედაქციით: „6. სასწრაფო-გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მანქანების შესყიდვა. 7. ზუგდიდის საავადმყოფოს პროექტის/საპროექტო სამუშაოების შესყიდვა. 8. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკების მშენებლობა.“. 3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. განხორციელების მეთოდოლოგია „1. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გარდა პროგრამის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ფარგლებში სარეზერვო სერვერული ცენტრის მომსახურების შესყიდვისა. 2. პროგრამის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ფარგლებში სარეზერვო სერვერული ცენტრის მომსახურების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“. 4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტების მიხედვით განისაზღვროს 29 930.0 ათასი ლარით:
.“. |
| მუხლი 2 |
დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განახორციელოს ცვლილება „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|