|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (200090000.22.033.016112, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011) დამტკიცებული ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1. 64-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პირს, რომელსაც სტატუსი მიენიჭა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უუქმდება მინიჭებული სტატუსი, თუ სტატუსის მინიჭებიდან ნებისმიერი მომდევნო უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში დასაბეგრი ოპერაციების მიხედვით მის მიერ დეკლარირებული ან/და ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ის თანხა 200 000 ლარზე ნაკლებია.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს. |
|