|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე, 43-ე და 43' მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილების (სსმ III, 2008 წლის 8 დეკემბერი, №175, მუხ. 1791) მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) შპს „ენერგოტრანსი“ – 500 კვ. - 0.27 თეთრი/კვტსთ.“;
ბ) მე - 2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე - 3 პუნქტი:
„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტარიფი მოქმედებს 2013 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია 2013 წლის 1 სექტემბრიდან.
|
|