საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 28 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების“ (სსმ, ვებგვერდი, 010220020.16.009.016036, 02/03/2012) მე–4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომისია შედგება 5 წევრისგან. კომისიის წევრებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. კომისიის ერთ-ერთ წევრს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს კომისიის თავმჯდომარედ. კომისიის წევრი ინიშნება ექვსი წლით. თუ კომისიის წევრის თანამდებობა ვადაზე ადრე თავისუფლდება, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს ახალ წევრს დარჩენილი ვადით.“.
|