„ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის №1-4 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
დოკუმენტის ნომერი
13-42
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
მიღების თარიღი
2013-08-26
გამოქვეყნების თარიღი
2013-09-02
სარეგისტრაციო კოდი
010250000.36.101.016183
„ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის №1-4 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება №13-42

2013 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის №1-4 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა: 

1. .„ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ”  ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის №1-4 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ი3“ ქვეპუნქტი:

„ი3) ინფორმაციისა და პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილება.“

ბ) დებულებას  დაემატოს შემდეგი შინაარსის  163  მუხლი:

„მუხლი 163

ინფორმაციისა და პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილების ძირითადი ამოცანებია:

ა)  „ცხელი ხაზის” ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ბ) „ცხელი ხაზით” შემოსულ ინფორმაციაზე დროული რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში     საკრებულოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან დაკავშირება;

გ) საკრებულოს კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირება;

დ) საკრებულოს პროგრამულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ე) სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის განახლება და მისი სისტემური სრულყოფა;

ვ) საკრებულოს კომპიუტერული ტექნოლოგიებით უზრუნველყოფის სფეროში რეკომენდაციების და წინადადებების შემუშავება;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამ დებულებით და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება”.

2. გადაწყვეტილება ძალაშია 2013 წლის პირველი სექტემბრიდან.

ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი შიხიაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია