,,თავისუფალ ტურისტულ ზონაში საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროს კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №1-1/2045 ბრძანებით (სსმ III, 29.12.2010, №170, მუხ. 2447) დამტკიცებული კრიტერიუმების პირველი მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის ,,ე.ბ’’ და ,,ე.გ’’ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე.ბ) ოთახები ცენტრალური ან/და ინდივიდუალური კონდიცირებით, აღჭურვილი ინდივიდუალური მართვის საშუალებებით;
ე.გ) დამხმარე ოთახებისა (საჭიროების მიხედვით) და საზოგადოებრივი ადგილების ცენტრალური ან/და ინდივიდუალური კონდიცირება;’’.
|