„ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშების და გადახდის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
7
მიმღები ორგანო
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი
2013-08-23
გამოქვეყნების თარიღი
2013-08-29
სარეგისტრაციო კოდი
300280000.16.009.016068
„ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშების და გადახდის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №7

2013 წლის 23 აგვისტო

ქ .ქუთაისი

 

„ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშების და გადახდის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის, აგრეთვე, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–4, მე-5 და მე–19 მუხლების საფუძველზე, ვადგენთ:

მუხლი 1
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების  მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის  18 სექტემბრის №24 დადგენილების (სსმ III, 2008 წლის 22 სექტემბერი, №140, მუხ. 1384)  მე–2 პუნქტით დამტკიცებული „ლიცენზიატების, მიმწოდებლების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის რეგულირების საფასურის კოეფიციენტების“ (დანართი № 1) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების სექტორის ლიცენზიატების, მიმწოდებლების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკოს) მიერ გადასახდელი რეგულირების საფასურის კოეფიციენტები:

ელექტროენერგეტიკული სექტორი:

 

წარმოების ლიცენზიატი

0.003

 

გადაცემის ლიცენზიატი

0.003

 

დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი

0.003

 

განაწილების ლიცენზიანტი

0.0025

 

იმპორტიორი

0.003

 

ექსპორტიორი

0.003

 

ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი

0.003

 

მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური

0.003

 

ბუნებრივი გაზის სექტორი:

 

მიმწოდებელი

0.003

 

ტრანსპორტირების ლიცენზიატი

0.003

 

განაწილების ლიცენზიანტი

0.003

 

წყალმომარაგების სექტორი:

 

წყალმომარაგების ლიცენზიატი

0.003

 

                                                                                                                                                                  "

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგოჩა შონია
კომისიის წევრისერგო მესხი
კომისიის წევრიზურაბ გაბელაია

კრებსითი — სრული ვერსია