|
„ქალაქ ქუთაისის მერიის საჯარო მოსამსახურეთა რიგი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 9 აგვისტოს № 221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43–ე მუხლის მე–2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ ქუთაისის მერიის საჯარო მოსამსახურეთა რიგი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 9 აგვისტოს №221 დადგენილებაში /სსმ matsne@justice.gov.ge 15.08.2013. 010250020.35.123.016173/ შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა. საგანმანათლებლო ხარისხი: ბაკალავრი; სასურველი სპეციალობა: ეკონომიკური/სამართალმცოდნეობა;“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|