„სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5389
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2007-10-12
გამოქვეყნების თარიღი
2007-10-24
სარეგისტრაციო კოდი
040.110.030.05.001.003.036
„სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №29-30, 9.07.1997, გვ. 15) მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას მყიდველმა საბოლოო თანხა უნდა გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადებულია პირობებით, გამყიდველი ადგენს ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს, გარდა მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული მოძრავი ქონების პრივატიზებისა, რომლის დროსაც გამყიდველის მიერ დადგენილი ვადა არ უნდა აღემატებოდეს 7 წელს.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 12 ოქტომბერი.

№5389–IIს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია