საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის მორიგი არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
30
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2013-08-21
გამოქვეყნების თარიღი
2013-08-22
სარეგისტრაციო კოდი
010240020.15.008.016097
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის მორიგი არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №30

2013 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის მორიგი არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14  მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის მორიგი არჩევნებისათვის დამტკიცდეს თანდართული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიდავით კირთაძე
ცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე

კრებსითი — სრული ვერსია